თერჯოლაში 3 300 000 ლარის პროექტები ხორციელდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 6 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათი საერთო ღირებულება 3 მილიონ 300 000 ლარია, - აღნიშნული განცხადება გააკეთა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ guardian.ge-სთან.
მისი განცხადებით, ღვანკითი-ტელეფა-რუფოთის, ალისუბანი-სკანდე-მუჯირეთის, ძევრი-ზედა სიმონეთის, თერჯოლა-სიქთარვის, ბარდუბნისა და ჩხარი-გოგნის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია.
„ექვსივე პროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ივნისის ბოლოს უკვე ყველა სამუშაო დასრულებული იქნება. გვაქვს ასევე ერთი პროექტი, ეს არის სოფელ ღვანკითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი არის ორწლიანი და ჯამში, 3 მილიონია მისი ღირებულება. მსოფლიო ბანკმა განიხილა და ამ ეტაპზე, 1,5 მილიონი ლარი გამოგვიყო, შესაბამისად, ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ სამუშაოებს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქ თერჯოლის კეთილმოწყობა იწყება"–განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ფინანსებით უნდათ ქალაქის კეთილმოწყობაზე ზრუნვა. იწყება ქუჩებისა და ეზოების მოასფალტება, განათებების გაკეთება და ა.შ..
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















