თერჯოლაში ამომრჩევლის აქტივობამ 38 პროცენტი შეადგინა
თერჯოლის #49–ე საოლქო კომისიის მონაცემებით 15:00 საათისთვის არჩევანი 12 882–მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც კომისიის თავმჯდომარის ნაზი სირაძის განცხადებით, რეგისტრირებული ამომრჩევლის 38%–ია.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის 9 საჩივარია დაწერილი, ყველა საჩივარი პროცედურულია.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად მუნიციპალიტეტის 24 უბანში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
თერჯოლაში სულ 33 847 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



19:33
12:47
14:20
11:35
17:49
















