თერჯოლაში ახალი სამხატვრო გალერეა გაიხსნა
თერჯოლაში ახალი სამხატვრო გალერეა გაიხსნა. რეაბილიტირებულ შენობაში სამხატვრო სკოლა და ორი საგამოფენო დარბაზი განთავსდება. სამხატვრო გალერეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მოწვეულმა სტუმრებმა განახლებულ სამხატვრო გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის ფერწერული ტილოები და ასევე, ადგილობრივი მხატვრების: ნუგზარ ქოჩიაშვილისა და თამარ ღარიბაშვილის ნამუშევრები დაათვალიერეს.
სამხატვრო სკოლა, რომელსაც არსებობის 30 წლიანი ისტორია აქვს, ამ დრომდე ამორტიზებულ შენობასა და შეუსაბამო პირობებში ფუნქციონირებდა. თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სკოლაში სამხატვრო ხელოვნებას დღეიდან 50 მოსწავლე დაეუფლება. სამხატვრო გალერეის შენობის სრული რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 000 ლარით დაფინანსდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















