|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში კაცმა ცოლს ბენზინი შეასხა და დაწვა

თერჯოლაში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც  მაღაზიის მენეჯერად მუშაობდა, ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ქონდა გამოწერილი. ის რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა.
ინციდენტის დროს მამაკაციც დაშავდა, მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.
სავარაუდოდ, აფეთქების გამო მაღაზიაში მინები დაიმსხვრა, არსებული ინფორმაციით, სხვა არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართლდამცველები მუშაობენ.
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი