თერჯოლაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
იმერეთის ადმინისტრაციის ინფორმაციიუთ, ამ ეტაპზე სამუშაოები გოდოგანი–ნაგარევი–ბროლისქედის და თერჯოლა–ახალთერჯოლა–ჩხარის დამაკავშირებელ გზებზე მიმდინარეობს. ჯამში, ორივე პროექტის ფარგლებში 11 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განხორციელდება.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია. სოფელ ბარდუბანში, მდინარე როკიანას ადიდების შედეგად უბანთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა და მოსახლეობისთვის დროებით მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი. ამჟამად კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს და მალე სოფელი ახალი ხიდით ისარგებლებს.
გარდა ამისა, სოფელ საზანოში დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც ხორციელდება.
ინფრასტურქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბარდუბანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტის დასრულების შემდეგ 900 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.
თერჯოლაში, სოფელ გოგნში 30 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 244 084 ლარს შეადგენს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















