თერჯოლაში ღვინის კოოპერატივები გაიხსნა
თერჯოლაში ღვინის წარმოების გახსნის ცერემონია გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში და ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) დახმარებით ორი კოოპერატივი შეიქმნა. კოოპერატივებს „თერჯოლის ღვინო“ და „მეღვინეობა საზანოს“ ჯამში 151 007 ლარი გადაერიცხათ. კოოპერატივის წარმომადგენლებმა თანადაფინასებით მიიღეს ტექნიკური აღჭურვილობა, რაც ღვინის წარმოების გაზრდას, ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სისტემის შექმნას მოხმარდა.
"მეღვინეობა საზანოში" ექვსი ადგილობრივია გაწევრიანებული, რომლებიც საქმიანობას 4 სექტარზე ეწევიან. მათ ჯამში პირველ წელს 600 ლიტრი ღვინო უნდა მიიღონ. როგორც კოპერატივის გამგეობის წევრი გიორგი გიორგაძე აღნიშნავს, თანამედროვე ტიპის საწარმოსთან ერთად აპირებენ ღვინის დაყენების ტრადიციული იმერული მეთოდის აღდგენას. ამასთან ერთად პროდუქციის გაზრდასა და საზღვრებს გარეთ გატანას გეგმავენ. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა. კოოპერატივმა 76 642 ლარის დაფინასება მიიღო.
ამავე წელს შეიქმნა კოოპერატივი "თერჯოლის ღვინო", რომელმაც 74 365 ლარი მიიღო, მის მიერ წარმოებული ღვინო უკვე გადის ქვეყნის გარეთ. კოოპერატივის შექმნის იდეა მეღვინე გოგიტა მაკარიძეს გაუჩნდა, რომელმაც ამ დროისთვის 13 ადგილობრივი შემოიკრიბა. პირველ წელს ჯამში 2,850 ლიტრი ღვინოს წარმოებას ვარაუდობენ, რომლის მთლიანი ღირებულება 72,456 ლარი იქნება. მეღვინეები ძველი ჯიშების გაშენებას და წარმოების გაზრდას გეგმავენ.
გახსნის ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორთან და თერჯოლის გამგებელთან ერთად ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწრებოდნენ. სტუმრებმა კოოპერატივები დაათვალიერეს და მათ მიერ წარმოებული ღვინო დააგემოვნეს.

.jpg)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















