თერჯოლაში ზედაპალეოლითური ხანის მასალა აღმოაჩინეს
თერჯოლის რაიონში, საგვარჯილეს კარსტული მღვიმის არქეოლოგიური გამოკვლევა მიმდინარეობს.
პალეოლოგიისა და ანთროპოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ მეშველიანი განმარტავს, რომ აღმოჩენილია მეტად საინტერესო ზედაპალეოლითური ხანის მასალა-კაჟისა და სხვა მასალის იარაღები, ასევე საწარმოო ნარჩენები.
„ადამიანის-მონადირე შემგროვებლებისა და თანამდევი ფაუნისა და ფლორის 15-12 ათასი წლის ნამარხი ნაშთები აღმოვაჩინეთ. აღმოჩენილი მასალა გადაიგზავნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“, - განაცხადა თენგიზ მეშველიანმა.
საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















