|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კვახჭირის მოსახლეობა ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

მოსახლეობის თქმით, "ქართული ოცნება" მათ საარჩევნოდ გზის და წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ უბანში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, სამუშაოები არ განხორციელებულა.

"საარჩევნოდ მოვიდნენ და დაგვპირდნენ, რომ გზას გაგვიკეთებდნენ, ასევე მოაგვარებდნენ წყლის პრობლემას. დასრულდა არჩევნები, მაგრამ მას შემდეგ არავინ მოსულა. ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. წყალი გააკეთეს, მაგრამ წყალქცევებია და ჩვენამდე ვერ მოდის, როდესაც მოდის, ისიც სასმელად უვარგისია. ჩვენს სოფელში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, ამიტომ სამაგიეროს გვიხდიან და დაპირებებს არ ასრულებენ. გარეგანათებაც იქამდე გააკეთეს, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ცხოვრობენ. მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება და გზა გააკეთონ", -განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. მათი თქმით, არასწორია, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არჩევს. ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა