"თეთრ ხიდზე" დაკრული სტიკერების გამო მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
ქუთაისის მერიამ "თეთრ ხიდზე" დაკრული სტიკერების გამო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. აქციის ფარგლებში გამაფრთხილებელი შინაარსის სტიკერის დაკვრის გამო მერიამ "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის 500 ლარით დაჯარიმება მოითხოვა.
გია გოქაძის განცხადებით, ამ დრომდე პროცესი არ გამართულა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ფაქტს გამოეხმაურა ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ზარ–ზეიმით გახსნილ ობიექტზე ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, გამაფრთხილებელი ნიშნების გამო მერია ორგანიზაციას აჯარიმებს.
"ქუთაისის ცენტრი სავსეა წარწერებით: "ვიბარებთ თმებს", " ვაქირავებ ბინას ორ სტუდენტ გოგონაზე" მოვამზადენ გიტარაში, ჭადრაკში, ნარდში , დომინოში", "ვარჩევ შავს და თეთრს" "ვხსნი ჯადოს", "სლავა კაპეესეს!" "არა კაპიტალიზმს" "ვიცი 25 სადღეგრძელო თავის ცეკვა-თამაშით"... მერიის შენობაზეცაა საღებავით არაერთი წარწერა გაკეთებული. არაერთ ინებართვო გრაფიტს და წარწერას წააწყდებით: "შენ უჩემოდ, მეღადავებიიი?!" "ოთახში ხარ ჰაერზე მეტი", "მიყვარხარ კნუტოო", "ნელა ზვიადი", "თავისუფლება ცოტნეს", ზურაბიშვილის პლაკატები ორმაგად სკოჩებითაა მიჯაჭვული ბოძებზე. ქალაქი გადათხრილი და გაუბედურებულია. კაცი პატრონი?! ამ პირობებში, ახალი რენესანსის შემოქმედმა, მხატვრების მუზამ, ექსპერტმა ცისფერყანწელების და ნიკოლაძეების საკითხებში, ხიდების მშენებელ რეაბილიტოლოგმა და მკვდრებთან მოლაპარაკე ქუთაისის მერმა ჭიღვარიამ "თეთრ ხიდზე" გამაფრთხილებელი 4 სტიკერის გაკვრის გამო 500 ლარით დაგვაჯარიმა.
თეთრი ხიდი იცით, ზარზეიმით რომ გახსნა, მინა რომ გაიბზარა, ფილები რომ აძვრა პირველივე კვირაში და საღებავი რომ რიონმა წაიღო, ადამიანები რომ სრიალებენ და დაზიანების რისკი რომ მაღალია, ექსპერტიზის დასკვნა რომ არ არსებობს ჯერ და ამ ხაფანგზე ადამიანების გადაადგილება დაშვებულია!! პერსონალურ შეფასებებს ყოველთვის ვერიდები, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა დავუფასო. უტიფრობას და სიბრიყვეს რომ თანაბრად იტევდეს ადამიანი, იშვიათად ხდება, ბატონ ჭოკონდას ეს გამოუვიდა! სასამართლოში დაგვიბარა", –წერს თორნიკე ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, ორგანიზაციამ "თეთრ ხიდზე" სტიკერები წარწერით "სახიფათოა" რამდენიმე დღის წინ დააკრა. მათი თქმით, ხიდზე გადაადგილება სახიფათოა და ამ გზით მოქალაქეებს აფრთხილებდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















