"თეთრ ხიდზე მინა, წინასწარი შეტყობით, განზრახ არის დაზიანებული"- ქუთაისის მერია
თეთრ ხიდზე მინა, წინასწარი შეტყობით, განზრახ არის დაზიანებული-ინფორმაციას მერიის ზედხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე ავრცელებს.
მისი თქმით, უკვე გაეცნენ ადგილზე არსებულ მდგომაროებას და ჩანს, მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისი თქმით, მასალები პოლიციას გადაეგზავნა.
"შევისწავლეთ მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინა წვეტიანი საგნით განზრახ არის დაზიანებული. მასალები დასურათებული გადაეგზანა პოლიციას და დაიწყო შესწავლა. დაზუსტებით ამის შემდეგ გვექნება პასუხი", -განაცხადა ნუგზარ ხუციბერიძემ.
ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხიდზე მინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანდა. მისი თქმით, ხიდზე მოქალaქეები აქტიურად მოძრაობენ და საფრთეს არ წარმოდგენს. მისი თქმით, ხიდზე სამუშაოები დღესვე დაიწყება და რამდენიმე დღეში მინა შეიცვლება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















