|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრ ხიდზე" ქილიკი უნდა დასრულდეს, - შესაძლოა, ხიდის საფარი შეიცვალოს

ქუთაისში თეთრი ხიდის საფარი შეიცვალოს. სამ წელიწადში ხიდის განმეორებით რეაბილიტაციაზე ქალაქის მერი სოსო ხახალეიშვილი ალაპარაკდა.

 მერის თქმით,  თეთრი ხიდი საზოგადოებაში ქილიკის მიზეზი აღარ უნდა იყოს.

"მინდა გითხრათ, რომ თეთრი ხიდის იმდროინდელი რეაბილიტაცია იყო ძალიან თამამი და წინგადადგმული ნაბიჯი. მე ვფიქრობ, რომ ის თემა და ქილიკი, რომელიც მოჰყვებოდა თოვლის გაწმენდას თუ არგაწმენდას ამ ამინდზე, სწორად შენიშნეთ და თქვით, რომ უნდა დამთავრდეს. არ ვიცი კანონმდებლობა რამდენად მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რადგან მისი რეაბილიტაციიდან სულ რამდენიმე წელია გასული. თუმცა, ფაქტია, რომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ სულყველამ ერთად, იმიტომ რომ ამ ხიდის მომავლის პასუხისმგებლობა ერთობლივადაა მისაღები და გადასაწყვეტი. მოკლედ, დეტალები გასავლელია და გადაწყვეტილება მისაღებია" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ხიდის ზედაპირი, რომელიც მინისა და ლითონის ფილებითაა მოპირკეთებული, ნალექის დროს გადაადგილებისათის უსაფრთხო არაა, რაც მოქალაქეების გულისწყრომას იწვევს.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა