|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრი ხიდი" 3 ნოემბერს გაიხსნება

  "თეთრი ხიდი" 3 ნოემბერს 19:00 სთ-ზე გაიხსნება- ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 
ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მიიღებს მონაწილეობას. საღამოზე წარმოდგენილი იქნება პერფომანსი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე. ღონისძიებას ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.


 რეაბილიტაციის შედეგად, ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება. 


ამ დროისთვის თეთრ ხიდზე ტექნიკური სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი. მათ შორის სანათების მონტაჟი და იატაკის ზედაპირის გალაქვა.

 შეგახსნებეთ, რომ "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები, რომელიც  ყაზახური კომპანიის "ალმა-რუს საქართველოს" ფილიალმა შეასრულა,  დაგეგმილი 2 თვის ნაცვლად 5 თვე გაგრძელდა.  კომპანიამ ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა, თუმცა სამუშაოების გაჭიანურებისათვის მას 20 ათას ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა