"თეთრი ხიდი" თვის ბოლოს გრანდიოზული პერფორმანსით გაიხსნება-გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში "თეთრი ხიდი" ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "იმედის დილა".
მერის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია და გარდა რეაბილიტაციისა, ხიდზე განთავსდა ციტატები და მათი გაცნობა ხიდზე მოსიარულეებსაც შეეძლებათ. მისივე თქმით, ხიდის გახსნა გრანდიოზული ცერემონიალით მოხდება და მასში გოგი ალექსიძის ბალეტი მიიღებს მონაწილეობას.
"ძალიან საინტერესო პროექტია, ხიდზე გადმოვიტანეთ ისტორია. ლითონის ფილებზე დაწერილი იქნება "ცისფერყანწელთა" გამონათქვამები. ეს ხიდი "ცისფერყანწელებთან" განსაკუთრებით ასოცირდება. ასევე დატანილია ქართული სიმბოლოები. თვის ბოლოს გრანდილზული გახსნა იგეგმება. გოგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტი წარმოადგენს პერფორმანსს "ცისფერყანწელთა" და "გალაკტიონის" ხმების ფონზე და ეს იქნება ისეთი საინტერესო, როგორიც უხდება და როგორიც ეკუთვნის ამ ხიდს"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, "თეთრი ხიდის" გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. თარიღის შეცვლის გამო კომპანია დაჯარიმდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















