|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების გამო კომპანია 9 ათასი ლარით დაჯარიმდება

ქუთაისის მერია კომპანიას, რომელიც "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს,  9 ათას ლარამდე თანხით  დააჯარიმებს, - ამის შესახებ ქუთაისის მერიაში აცხადებენ.  

 დაჯარიმების მიზეზად სამუშაოების დაგვიანება სახელდება. კომპანიას ვალდებულება აღებული ჰქონდა, რომ სამუშაოებს აგვისტოს ბოლოს დაასრულებდა, თუმცა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია. 

სამუშაოებს ყაზახური კომპანია "ალმა-რუს საქართველოს" ფილიალი ასრულებს.  მან ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა, რაც 8 967 ლარით ნაკლებია საწყის ღირებულებაზე. 

"ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. კომპანიის ფილიალი  ფოთში ერთი წლის წინ დარეგისტრირდა, სათაო ოფისი კი ყაზახეთშია. კომპანიას საქართველოში რაიმე სახის სამუშაო ჯერჯერობით  შესრულებული არ აქვს. 

 აღსანიშნავია, რომ ხიდის სამუშაოების გაჭიანურება ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა