თეთრი ხმაური სამტრედიაში - აქციას დაპირისპირება მოყვა
სამტრედიის პოლიციასთან გამართული აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები შეღებეს, ასევე მათზე სტიკერები წარწერით, "ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა" გააკრეს. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა ასევე თეთრი ფერის ბოლი გაუშვეს.
როგორც "თეთრი ხმაურის" წარმომადგენელმა ტატო გეთიამ "ნიუპრესს" განუცხადა, აქციის მონაწილეების მხრიდან სტიკერების გაკვრისა და თეთრი ფერის ბოლის გაშვებას პოლიციის კორდონის გამოსვლა მოყვა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებსა პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა დაკავებული არავინ არის. "ეს არის მინიმალური რეაქცია მოქალაქეების მხრიდან იმის გასაპროტესტებლად, რაც მოხდა", -განაცხადა გეთიამ.
რაც შეეხება აქციას, მან პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სკვერში გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას და ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















