|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტიბეტის მთიანეთში 15,000 წლის გაყინული ვირუსები აღმოაჩინეს

ტიბეტის მთიანეთში მომუშავე მეცნიერებმა ყინულში აღმოაჩინეს 33 ახალი ვირუსი, რომლებიც 15,000 წელს ითვლის, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

მეცნიერების განცხადებით, ისინი ამ ინფორმაციას გამოიყენებენ წარსულის გარემოსა და კლიმატის უკეთ შესასწავლად. 33 ვირუსიდან 28 სრულიად ახალია კაცობრიობისათვის, მათ ექსტრემალური ყინვის მეშვეობით შეძლეს გადარჩენა. 

მეცნიერების თქმით, მათი მუშაობის წესი ახდენს პრევენციას იმისა, რომ ეს ვირუსები "გაცოცხლდნენ" და ადამიანებისათვის საშიშები გახდნენ, თუმცა ზოგიერთნი მაინც აღნიშნავენ, რომ გლობალური დათბობის ფონზე, როცა ყინულების დნობა დიდი მასშტაბით მიმდინარეობს, მეტი და მეტი ვირუსი გამოჩნდება, რომლებიდანაც ერთ-ერთი მაინც იქნება საშიში ადამიანებისათვის.

ასეთი შემთხვევა აქამდეც დაფიქსირდა, როცა ციმბირში 30,000 წლის უზარმაზარი ვირუსი აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ეს ვირუსი მხოლოდ სარკონიდებს უტევს, ამიტომაც ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ისევე როგორც ზემოაღნიშნული ვირუსები.

ამ მეცნიერული კვლევების მიზანია, შეისწავლონ, თუ როგორ რეაგირებენ ვირუსები და მიკრობები, რომლებიც ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობენ, კლიმატის შეცვლაზე, რა მოხდება როცა გამყინვარებიდან გადავინაცვლებთ უფრო თბილ პერიოდში.

ავტორი: ნიუპრესი