|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„თიბისი ბანკის“ წინ მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი ნერგები დაირგვება

ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს.

"ქუთაისში, იოსებ გრიშაშვილის N26-ში მდებარე "თიბისი ბანკის" ფილიალმა, 24 მაისს ქალაქის მერიას, ბანკის შენობის წინ ხეების მოჭრის საკითხთან დაკავშირებით მიმართა. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული იყო რომ ხეები, რომელიც გახმა, საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს, ბანკის შენობას და პარკირებაზე მდგომ ავტომობილებს. აღნიშნული საკითხი შეისწავლა ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ეკოლოგიური სტაბილურობის უზრუნველყოფის სამსახურმა და კომისიამ გამხმარი ხეების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. მერიის გადაწყვტილებით, რამდენიმე დღეში, მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი ნერგები დაირგვება"-ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა