|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტიციან ტაბიძის იუბილე პოეტის სახლ-მუზეუმში აღინიშნება

2 აპრილი გამორჩეული ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით  სოფელ ჭყვიშში,   პოეტის სახლ-მუზეუმში გაიმართება  ლიტერატურული საღამო - „ლექსი მეწყერი“.  
 ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას ვანის  მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება უწევს, 15:00 საათზე დაიწყება.

ტიციან ტაბიძე ქართველ "ცისფეყანწელთა" ლიტერატურული ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი დამაარსებელია. 1937 წელს მან უარი განაცხადა რეპრესირებული  პოეტის, პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე. რის შემდეგაც ისიც  დააპატიმრეს და დახვრიტეს. არსებობს ვერსია, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის  ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. უცნობია მისი საფლავის ადგილსამყოფელი. მთაწმინდის პანთეონში 1937 წელში რეპრესიებულთა სიმბოლური საფლავია მოწყობილი.  

პოეტის მეუღლე, ნინა მაყაშვილი მთელი ცხოვრება ელოდა მის დაბრუნებას. ტიციანს დარჩა ერთი ქალიშვილი - ნიტა ტაბიძე.

წელს პოეტის 123 წლის იუბილე აღინიშნება.

ავტორი: ირინა მაკარიძე