|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

15 წლის გოგონას გარდაცვალებას სასწრაფოს არასათანადო აღჭურვილობას უკავშირებენ

15 წლის თიკო ლანჩავას გარდაცვალებას ოჯახის წევრები სასწრაფო დახმარების არასათანადო აღჭურვილობას უკავშირებენ, რის გამოც მოზარდს საჭირო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. როგორც ლანჩავას ოჯახის ახლობლები „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებენ, ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა სასწრაფოს დახმარების ეკიპაჟს ჟანგბადის ბალონი არ აღმოაჩნდა, რის გამოც  გოგონას დახმარება შეძლეს.

„ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო. თიკოს სუნთქვა უჭირდა, სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჟანგბადი არ  ქონდათ, რის გამოც თიკო მალევე გარდაიცვალა“, - აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

ქუთაისის სასწრაფოში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ. ქუთაისის სასწრაფოს დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მაია რუხაძის განმარტებით, ექიმებს თიკო ლანჩავა აგონიურ მდგომარეობაში დახვდათ.

"სასწრაფოს ექიმებს პაციენტი ერთეული სუნთქვით დახვდა. ბავშვს ჟანგბადი მიეწოდა, ამის პრობლემა არ არსებობს.  მანქანაში ჟანგბადის ორი ბალონი გვაქვს“,- განაცხადა რუხაძემ.

შეგახსენებთ, თიკო ლანჩავა 2013 წელს, ბაღდათის გზაზე მომხდარი  გახმაურებული ავარიის შედეგად ტრამვირებული დარჩა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა