"ტონობით წყალი იქცევა მოსახლეობის ხარჯზე"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მუშაობას აპროტესტებს.
გოგი წულაიამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე, 37 ნომერ ბინასთან აქცია გამართა. წულაიას განცხადებით, კომპანიამ წყლის სამუშაოები სამი თვის წინ დაასრულა და მას შემდეგ გზაზე წყალი იღვრება.
"თვეობით არის პრობლემა, არავის აინტერესებს. ქალაქის მასშტაბით ტონობით წყალი იქცევა და ამ ხარჯს მოსახლეობას აწერენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არის დასახური, სადაც 400 უსაქმური ზის და არაფერს აკეთებს. კომპანიას თბილისის ნებართის გარეშე უბრალო სამუშაოების გაკეთება არ შეუძლიათ. ამ ადგილზეც სამი თვეა წყალი იქცევა და არავის აინტერესებს", - განაცხადა წულაიამ.
მისივე თქმით, წყლის მოვლა-პატრონობა ქუთაისს უნდა დაეკისროს, რასაც თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია ითვალისწინებს.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" აცხადებენ, რომ ამ მისამართზე დაზიანებული მილი შეკეთებულია და წყლის ქცევა აღარ ხდება. რაც შეეხება წყლის ქცევის ხარჯს, კომპანიაში განმარტვენ, რომ ამ ხარჯებს თავად ფარავენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















