"ტორპედო" დაშლის პირასაა, შესაძლოა, გუნდმა ევროპალიგაზე ვერ ითამაშოს
ქუთაისის საფერხბურთო გუნდ "ტორპედოში" პრობლემებია. კლუბის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას დაპირების მიუხედავად, ფეხბურთელებს რამდენიმეთვიანი დავალიანება არ მიუღიათ.
გუნდმა არსებული შემადგენლობით ბათუმში ბოლო შეხვედრა გამართა. არსებული მონაცემებით, გუნდი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა და რამდენიმე წასვლას აპირებს.
გუნდში ამ დრომდე რჩება მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, როგორც ის "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებდა, ვიდრე პრობლემები იქნება, გუნდს არ დატოვებს.
გუნდში არსებული პრობლემის მოგვარებაზე საუბრობდა გუნდის მარკეტინგი მენეჯერი იმედა გიორგაძე, მისი თქმით, დავალიანება რამდენიმე დღეში დაიფარებოდა, ასევე განმარტა, რომ მიდის მოლაპარაკებები ჩინელ ინვესტორებთან.
არსებული პრობლემების გამო გუნდმა, შესაძლოა, ევროპალიგაზე ვერ ითამაშოს. როგორც გუნდის ფანკლუბის წევრები აცხადებენ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გუნდი ივლისში დაიშალოს, რაც ქართული ფეხბურთისთვის დიდი დანაკარგია.
"ტორპედომ" არაერთი გამარჯვება და სიხარული მოუტანა ქუთაისს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















