|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალმა მფლობელმა გუნდის ადმინისტრაციაში ცვლილებები  დაიწყო. ინფორმაცია „ტორპედოს“ ოფიციალურ  გვერზე ვრცელდება. ზაალ ჩაჩავამ პოსტიდან გაათვისუფლა აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე და მის მაგივრად  მამუკა მოსიაშვილი დანიშნა.
მოსიაშვილს აქვს უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლება. ის ამ დრომდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

რაც შეეხება ზურაბ ჩაკვეტაძეს, ის ერთი თვის წინ „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებდა, რომ ზაალ ჩაჩავა გუნდში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ აპირებდა, თუმცა გუნდიდან ბიზნესმენმა თავად ჩაკვეტაძე გაუშვა. სხვა ცვლილებეს, რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაჩავასთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა ჩაჩავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა