|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ მოედნის საფარის შეცვლა იგეგმება

ქუთაისი რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებს 2017 წელს უმასპინძლებს. ჩემპიონატისთვის სარაგბო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატისთვის სარაგბო სტადიონების გარდა, შესაძლოა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და „ტორპედოს“ ბაზა გამოიყენონ. ამიტომ იგეგმება ორივეზე მოედანის საფარის შეცვლა.

„შესაძლოა, რაგბის ჩემპიონატისთვის ბაზის რეაბილიტაცია მოხდეს, ამაზე პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება. სხვაგვარად, "ტორპედოს" საფარის გაუმჯობესება საკუთარი სახსრებით მოუწევს, რადგან შეკრებიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა ნორმალურ მოედანზე უნდა ივარჯიშონ"- აცხადებენ „ტორპედოში“.

შეგახსნებთ, რომ კლუბის ბაზა და მოედანი არასახარბიელო მდგომარეობაშია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა