|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" პრეზიდენტმა სახელფასო დავალიანება მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს გაუსტუმრა

ქუთაისის  "ტორპედოში" კვლავ პრობლემებია. საფეხბურთო გუნდში ფინანსური პრობლემები ამ დრომდე არ მოგვარებულა. არსებული ინფორმაციით, კვლავ გაურკვეველია ჩინურ კომპანია "ჰუალინგთან"  მოლაპარაკების შედეგი. "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგი მომავალ კვირაში გახდება  ცნობილი, იქამდე კი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, გუნდის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ არსებული  დავალიანება მხოლოდ ხუთ ფეხბურთელთან დაფარა. საუბარია, იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ძველი შემადგენლობიდან ამ დრომდე რჩებიან "ტორპედოში". მათ ორი თვის ხელფასი ჩაერიცხათ, გუნდიდან წასული ფეხბურთელები კი დავალიანებას წლის ბოლომდე მიიღებენ. 

"ტორპედომ" ახალი შემადგენლობით ორი თამაში გამართა, წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ გუნდი ევროპალიგის ტურნირს გამოეთიშა. მწვრთნელი განმარტავს, რომ ფინანსური პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, არსებული შემადგენლობითაც "ტორპედო" წარმატების მიღწევას შეძლებს. 

"ტორპედო" ფინანსური პრობლემების გამო 12–მა ფეხბურთელმა დატოვა. 

იმ შემთხვევაში, თუ ზაალ ჩაჩავა  არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, "ტორპედო" ქალაქს დაუბრუნდება, თუმცა ქალაქის მერი აცხადებს, რომ ბიუჯეტს გუნდის შენახვის თანხები არ აქვს. ამასთან, მერიამ არსებული ხელშეკრულების დარღვევის გამო ზაალ ჩაჩავა დააჯარიმა.

ზაალ ჩაჩავამ გუნდი 2017 წელს შეიძინა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა