"ტორპედოს" ყოფილი დირექტორი ახლადშექმნილი შპს-ს დირექტორად დაინიშნა
"ტორპედოს" ყოფილი დირექტორი ახლადშექმნილი შპს-ს დირექტორად 1 აგვისტოს დაინიშნა. ზურაბ ჩაკვეტაძე "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, რომ ის ასევე რჩება კლუბის ადმინისტრაციაში, სავარაუდოდ, ადმინსიტრაციის ხელმძღვანელად. მისივე განცხადებით, რამაზ შპს "შენგელიას სახელობის სტადიონი" კლუბში დარჩენილი თანხით იმუშავებს, მომალი წლის ბიუეჯტს კი მერია დაადგენს.
"ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში" კლუბში საუკეთესო შედეგები დავდეთ და გავხდით თასის მფლობელები, რაც არ მომხდარა 15 წლის განმავლობაში. ჩვენი შრომის შედეგია, ის რომ გუნდით კერძო ინვესტორი დაინტერესდა. რაც შეეხება შპს-ს ბევრი გეგმა გვაქვს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე აკადემიის მხრივ. ვაგრძელებთ მუშაობას და ვცდილობთ საუკეთესო შედეგი დავდოთ. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა ის, რომ კლუბი ცალკეა და სტადიონი ცალკე, შემდგომ კლუბები ქირაობენ ამ სტადიონებს, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო ცალკე რომ ჩამოყალიბდა სტადიონი. ის თანხა, რაც "ტორპედოსთვის" იყო გამოყოფილი კლუბზე იხარჯებოდა და სტადიონს ვერ ხმარდებოდა. ამიტომ, ინფტრასტრუქტურაც ვერ ვითარდებოდა. ახლა სტადიონებს მიექცევა ყურადღება და მოწესრიგდება"-განაცხადა ზურაბ ჩაკვეტაძემ. მისივე თქმით, მერიას შპს-ს თანამშრომელთა ნუსხა წარუდგინა დასამტკიცებლად. ადმინისტრაციაში იქნებიან დირექტორი, მოადგილები, ბუღალტერი და იურისტი, ასევე ეყოლებათ ტექნიკური პერსონალი.
ჩაკვეტაძის განცხადებით, ახალი დირექტორი და კლუბის მფლობელი მაქსიმალურად შეეცდებიან "ტორპედო" განვითარდეს და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდეს. მისივე განცხადებით, მამუკა მოსიაშვილია უახლოეს დღეებში შეხვდება კლუბის წევრებს და მათ სამომავლო გეგმებს გააცნობს. ჩაკვეტაძის განცხადებით, "ტორპედოში" სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება.
"რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი" შპს-დ საკრებულომ გასულ კვირას დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ ტორპედოს აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი დაინიშნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















