|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედო" ათმა ფეხბურთელმა დატოვა და პრაქტიკულად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება გვიწევს"

"ტორპედო" 10-მა ფეხბურთლმა დატოვა და  პრაქტიკულად ახალი გუნდის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, - აცხადებს კლუბის მწვრთნელის კახა ჩხეტიანი. მისი თქმით,  თუ ფინანსური პრობლემა არ მოგვარდება, ისევ  რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. 

"კლუბი ათმა ფეხბურთელმა დატოვა და პრაქტიკულად გვიწევს ახალი გუნდის ჩამოყალიბება, მოვიწვიეთ ფეხბურთლები, რომლებიც ამ გუნდის ღირსებას დაიცავენ, 11 ივლისს ძალიან საპასუხისმგებლო თამაში გვაქვს და მაქსიმალური შედეგის მიღწევას ვეცდებით", -განაცხადა ჩხეტიანმა. 

მისი თქმით, ტრავმის გამო  კლუბს ბუდუ ზივზივაძე და გრიგოლ დოლიძე ვერ დაეხმარებიან. ამასთან,  ბუდუ ზივზივაძე მოლაპარაკებას თბილისის ''დინამოსთან'' აწარმოებს და შესაძლოა, კლუბი მანაც დატოვოს.

რაც შეეხება კლუბიდან წასული ფეხბურთელების დავალიანებას, ჩხეტიანის თქმით,  უახლოეს სამ თვეში უნდა გაისტუმრონ.

"ზაალ ჩაჩავა კვლავ ცდილობს, ჩინელ ინვესტორებთან მოლაპარაკებას, რაც საშუალებას მოგვცემს კვლავ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. რამდენადაც ვიცი, ქუთაისის მერიას უფლება არ აქვს, რომ ფინანსურად დაგვეხმაროს, თუმცა სიტყვიერად გვერდით გვიდგანან. თუ ფინანსური ვითარება არ გამოსწორდება, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით", -აცხადებს ჩხეტიანი.  

"ევროპა ლიგის" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს  ''ტორპედო'' 11 ივლისს  სტუმრად ყაზახეთში ჩაატარებს.  საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს თბილისში  შედგება.

რაც შეეხება ''ტორპედოს'' ახალწვეულებს, აზერბაიჯანის დატოვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თამაზ ცეცხლაძე კარიერას ქუთაისურ კლუბში გააგრძელებს. "ტორპედოს"  ღირსებას ასევე დაიცავენ თემურ ჩოგაძე, გიორგი გადრანი, ცოტნე ნადარაია, ოთარ კობახიძე, პაპუნა ფონიავა, დავით იონანიძე, ცოტნე მოსიაშვილი.

 

კახა ჩხეტიანი: "სანამ ქუთაისის "ტორპედოში" პრობლემა იქნება, გუნდს არ დავტოვებ"

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა