|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოსთვის" გამოყოფილი 2 მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯება"

ქუთაისის "ტორპედოს" დამარცხებას "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის კორუფციის და არასწორი მენეჯმენტის ბრალი. ცამციშვილი მიიჩნევს, რომ "ტორპედოსთვის" გამოყოფილი 2 მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯება.

"მე პირადად მრცხვენია. ეს არის კორუფციის და არასწორი მენეჯმენტის დამსახურება, ბოლო დროს განვითარებული საკადრო პოლიტიკის შედეგი,  მათ შორის ლეგიონერების კუთხით, ასევე  სავალალოა მოედნის მდგომარეობა, გულშემატკივრების სრული იგნორი, აქამდე უცნობია გუნდის სამომავლო გეგმები, გარანტირებული 2 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ფაქტია,  რომ არასწორად იხარჯება. აი, ეს ყველაფერი მეტყველებს იმ მარცხზე, რაც გუშინ "ტორპედომ" საჩხერეს "ჩიხურასთან" განიცადა",– აღნიშნა ცამციშვილმა.

აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი იუზა კაციტაძე და აღნიშნავს, რომ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საფარი ამ დროისთვის უკეთესად გამოიყურება, ვიდრე წინა თამაშებზე იყო.

"საფარი გუშინდელ თამაშზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ეს იყო წინა თამაშებზე და შემდეგში კიდევ გავაუმჯობესებთ მდგომარეობას, რაც შეეხება გულშემატკივრებს, გუშინ, სტადიონზე 2 ათასამდე გულშემატკივარი იყო",– აღნიშნა კაციტაძემ.

 
 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი