|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თოვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა

გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეზღუდვები უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოქმედებს.

„თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე.  გარდა ამისა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხაიში-უშგულის მონაკვეთზე.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა