|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თოვლის მიუხედავად, საბავშვო ბაღები შეუფერხებლად მუშაობენ

 უამინდობის გამო პრობლემები არ შექმნია ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებს. გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის თამთა ფოფხაძის განცხადებით, თოვლის გამო დილით იყო პრობლემები მისასვლელ გზებზე, თუმცა „სპეციალური სერვისების“ დახმარებით მოხდა მოსასვლელი გზების გაწმენდა და ამ დროისთვის 37-ვე ბაღი სრული დატვირთვით მუშაობს.

პრობლემა შეიქმნა ბუნებრივი აირის მიწოდების გამო. თამთა ფოფხაძის განმარტებით, რამდენიმე ბაღში ელექტროგამათბობლების დამატება მოხდა და ბავშვები ყველა სერვისს სათანადოდ იღებენ.

შეგახსენებთ, რომ მერიის ინფორმაციით,  გზები ინტენსიურად იწმინდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა