|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას 300-ზე მეტი მედიასაშუალება შეუერთდა

აშშ-ში, რამდენიმე დღის წინ, The Boston Globe-მა მოუწოდა მედიასაშუალებებს, შეუერთდნენ კამპანიას და 16 აგვისტოს ნომრებში, გამოაქვეყნონ სარედაქციო სტატიები, რომლებშიც ისინი დონალდ ტრამპს მედიაზე არაერთი თავდასხმისთვის გააკრიტიკებენ. თავდაპირველად, კამპანიას 100-მდე ჟურნალ-გაზეთი შეუერთდა, თუმცა, BBC წერს, რომ მედიასაშუალებების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. 

The Boston Globe-ის რედაქციაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი, მედიის წინააღმდეგ, „ბინძურ ომს“ აწარმოებს. რედაქცია დღეს გამოაქვეყნებს წერილს, რომელშიც საუბარი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მედიაზე თავდასხმის საფრთხეებზე. 

აშშ-ის მედიასაშუალებების გარდა, კამპანიას ბრიტანული The Guardian-იც შეუერთდა. „ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით ძირს უთხრის, საფრთხეში აგდებს მედიის მუშაობას“, - წერს ბრიტანული გამოცემა სარედაქციო წერილში. 

დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაადანაშაულა მედია სიცრუის ტირაჟირებასა და „ყალბი ამბების“ შექმნაში. 30 ივლისს ეს თემა მასთან ერთად განიხილა The New York Times-ის გამომცემელმა არტურ გრეგ სულსბერგერმა. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჟურნალისტებს „ხალხის მტრებად“ მიიჩნევს. 

 

მოამზადა "იმედინიუსმა"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა