ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის ადვოკატი ექსპერტიზისათვის ბავშვების ბებიის ჩამოყვანას გეგმავს
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატის განცხადებით, მზად არის მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბავშვების ბებია უკრაინიდან ჩამოიყვანოს.
ზურაბ თოდუას მტკიცების, ბრალდებულის მეუღლის დედის ბიოლოგიური ანალიზით დადასტურდება, რომ ათივე ბავშვის მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა.
ბრალდებულის დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის დასაცავად მზად არის ბავშვების ბებია საქართველოში ჩამოიყვანოს, მას ბიოლოგიური ანალიზი ჩაუტარდეს, რითაც ადვოკატის მტკიცებით, დადასტურდება რომ ათივე ბავშვის მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა.
„ბიოლოგიური მამას ჰყავს ღვიძლი დედა, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, მე შემიძლია პირველივე რეისით კიევიდან თბილისში ჩამოვიყვანო, რომ ამ ქალბატონმა ჩააბაროს ანალიზი. შესაბამისად უტყუარად დადგინდება, რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა არის იური სუსლიაკი,“-განაცხადა ზურაბ თოდუამ.
ადვოკატმა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინის მოქალაქეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, უკვე გაასაჩივრა.
შეგახსენეწთ, ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ქუთაისში გადმოიყვანეს, სადაც ბავშვების თანხმლები ქალი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, ბავშვები კი სოციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















