|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრეფიკინგის ბრალდებით აღძრული საქმიდან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნამდე

ქუთაისის ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ზუგდიდიდან  გადაყვანილი ათი ბავშვი ამ დრომდე მკურნალობს.

სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით,  ბავშვების  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა მათ ჯერჯერობით არ გაწერენ.

ჯერჯერობით ვერც იმას აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. ბავშვების თანმხლები პირი სოსისით მოწამვლას ასახელებს. 

მოწამლული ბავშვების დედის, იულია სუსლიაკის ინტერესებს  ადვოკატი ზურაბ თოდუა იცავს. მისი განმარტებით  იულიას მეუღლე უკრაინელი ბიზნესმენია, რომელიც კონკურენტ კომპანიასთან კონფლიქტის შემდეგ რუსეთში გადავიდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია,  ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს.

საზღვრის შესახებ კანონის დარღვევის გამო დეპორტაციის შემდეგ, ქალი ოჯახთან ერთად დროებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა დარჩენას. ზურაბ თოდუას განმარტებით, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ათივე ბავშვის მშობლები იულია და იური სუსლიაკები არიან. იური სუსლიაკი თანახმაა ჩაიტაროს დნმ-ის ანალიზი, რათა დაადასტუროს, რომ ბავშვების ბიოლოგიური მამაა.

ადვოკატის განცხადებით, ერთ წელს დაბადებული 4 ბავშვიდან 2 ტყუპია, რომელთაგანაც ერთი სუროგატმა დედამ გააჩინა, მეორე ტყუპი - თვითონ იულია სუსლიაკმა. რაც შეეხება მეზობლების ინფორმაციას, თითქოს მათ ერთ-ერთმა ბავშვმა უთხრა, რომ იულია დედამისი არ არის და მათზე ძალადობს, ადვოკატის თქმით, ეს სიმართლე არ არის. უფლებადამცველს მოზარდებთან ჯერ არ უსაუბრია.

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ. 

შეგახსენებთ, შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა