|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტროტუარზე პარკირებისათვის მძღოლები დაჯარიმდებიან

სოციალურ ქსელში, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" წარმომადგენელმა მაია ქობალიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიცია ტროტუარზე პარკირებისთვის 10 ლარიანი ჯარიმების დაწერას იწყებს.  

საკითხი გუშინ მომხდარი ფაქტის შემდეგ გააქტიურდა, რაც ალიანსის წევრებმა არასწორად პარკირებული ავტომობილის გამო  საპატრულო პოლიციაში დარეკეს. ეკიპაჟი 15 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და ავტომობილის მძღოლი 10 ლარით დააჯარიმა.  "ეს გახლდათ ერთ-ერთი იშვიათი პრეცედენტი იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს საზოგადოებრივ აქტიურობას მსგავსი ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით"-აცხადებს  მაია ქობალია და მოქალაქეებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს. 

მისი განცხადებით, ჯარიმის შესახებ ინფორმაცია კანონში დიდი ხანია არსებობს, თუმცა, აქამდე იშვიათად ექცეოდა ყურადღება, ისევე როგორც 200 ლარიან ჯარიმებსაც, რომელიც არასწორი პარკირებისათვის არის განსაზღვრული.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი