|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, უვადო შიმშილობას დავიწყებთ"

ქუთაისში, პარლამენტის წინ,  მიკროავტობუსის მძღოლებმა  აქცია გამართეს.  ისინი ზუგდიდში კომპანია "მეტრო პლიუსის" საქალაქთაშორისო ავტობუსების შემოსვლას აპროტესტებდნენ.  აქციის მონაწილეები  ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი განცხადებით, თურქული კომპანია მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს.  რის გამოც  სხვა მიკროავტობუსების მძღოლებს უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.

"თურქული კომპანია „მეტრო პლიუსი“ საფრთხეს არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა ქალაქების მძღოლებისთვისაც წარმოადგენს, რადგან მათ ქალაქებში კომპანიის შესვლის შედეგად ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები უვადო შიმშილობას დავიწყებთ",- აღნიშნა ავთანდილ ქანთარიამ.

აქციას სხვა ქალაქების საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდნენ. 

ზუგდიდში „მეტრო პლიუსის“ წინააღმდეგ მიკროავტობუსების აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი