|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ შუქნიშნები ითიშება, ეს ელექტროენერგიის შეზღუდვითაა გამოწვეული"

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას ქალაქში შუქნიშნების გაუმართაობის შესახებ ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა“ უპასუხა.

„ქუთგანათების სერვისმა“ დღეს, ნიკეა ლომოურის კვეთაზე არსებული ძველი ტიპის შუქნიშნის დიოდური ნათურით ჩანაცვლების სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. აღნიშნულ შუქნიშანში ძველი ე.წ. ვარვარების ტიპის ნათურები დიოდური ნათურებით ჩანაცვლდება. მიმდინარე წლის 28 მარტს შესყიდვის საფუძველზე მოხდა მასალის მიღება და საპატრულოსთან შეთანხმებით დღეს დილის 7 საათიდან, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაიწყო სამუშაოების წარმოება.

მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისის“ შუქნიშნების განყოფილება ამ ეტაპზე ნიკეა-ლომოურის კვეთაზე სამუშაოებს აწარმოებს და რამდენიმე საათში შუქნიშნის მუშაობა სრულად აღდგება.

„რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქალაქის მასშტაბით შუქნიშნები გაუმართავი და მოუწესრიგებელია არ შეესაბამება სიმართლეს. თუ შუქნიშნები ითიშება, ეს ელექტროენერგიის შეზღუდვითაა გამოწვეული და არა მათი გაუმართაობით, ამ ეტაპზე ქალაქში ყველა შუქნიშანი სრულად გამართულად მუშაობს“- განაცხადეს „ქუთგანათების სერვისში“.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით,  ააიპის თანამშრომლებმა შუქნიშნებების შეკეთება ბრიფინგის შემდეგ დაიწყეს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა