|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ტურისტული ატრაქციების შექმნისათვის კონკურსს აცხადებს

ქუთაისის მერიამ ტურისტული ატრაქციების შექმნისათვის კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო საპროექტო იდეების ავტორებს კომისია გამოავლენს. კონკურსი თვის დასაწყისში გამოცხადდა და თვის ბოლოს დასრულდება.

მერიის ეკონომიკურის სამსახურის უფროსის განცხადებით, პროექტის ინიციატორია ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილებაა. ავტორთა სურვილია, მეტი ადამიანი ჩაერთოს ტურსისტული ატრაქციების შექმნაში.  

ტურისტული ატრაქციების მიზანს ტურისტების ქალაქში დიდი ხნით გაჩერება წარმოადგენს. პროექტში მონაწილეობა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მათ უნდა წარმოადგინონ პროექტი და  ხარჯთაღრიცხვა, რათა შემედეგ მოხდეს ტენდერის გამოცხადება. ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდვური, ან ელექტრონული ფორმით.

კომისიის მიერ არა ერთი, არამედ რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდება. ფულადი ჯილდო 1000 ლარს შეადგენს.

პაატა კლდიაშვილის განცხადებით, ტურისტული ატრაქციები მომდევნო წლის განმავლობაში შეიქმნება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა