თურქეთში სამი ქართველის ცხედარი იპოვეს
თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ქალბატონი ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია. საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება. როგორც თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, სამივე ქართველია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:35
12:39
15:45
20:24
20:21
















