|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქეთში წყალტუბოს მკვიდრი მოკლეს

თურქეთში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

"29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით დღეს მოხდება. 

39 წლის გივი მაჩაიძეს ოჯახი 26 ივნისის შემდეგ ეძებდა. არსებული ინფორმაციით, ის ჯინსების საწარმოში მუშობდა. შელაპარაკება კუთვნილი თანხის მოთხოვნას უკავშირდება.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა