|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქული კომპანიის თანამშრომლებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვეკანტრაქტორი კომპანია “SMK”-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები კომპანიისგან ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. მათი განცხადებით, არასათანადო პირობებში უწევთ მუშაობა.

გაფიცულებმა აღმაშენებლის გამზირზე გზა გადაკეტეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ კომპანიაში. როგორც კომპანიის თარჯიმანმა გიორგი შავაძემ „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, გაფიცვის შესახებ ინფორმირებული არაა.

შეგახსენებთ, რომ თურქული კომპანია ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, რისთვისაც 86 მილიონია გამოყოფილი. კომპანიის საქმიანობის გამო ქუთაისში უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა