|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვირთების გადაზიდვა ევროპიდან მარტივად და სწრაფად

საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში მთავარი ელემენტია ხარჯების შემცირება და ნებისმიერი გადაზიდვისთვის შესაფერისი გარემოებების იდენტიფიცირება. ჩვენი გუნდი ზედმიწევნით აფასებს თითოეულ ინდივიდუალურ გადაზიდვას. ევროპიდან იმპორტის ან ექსპორტის დროს შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კონკრეტული კრიტერიუმებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც საბოლოოდ უზრუნველყოფენ უსაფრთხო გადაზიდვას. ამ პროცესში უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა საქონლის დაცვა, მათი შეფუთვა, სატრანსპორტო კომპანიების შესაძლებლობები, მათი საიმედოობა, შესაფერისი ფასის პოვნა და სხვადასხვა სტანდარტების დაცვა. 

ევროპული ბაზარი მუდმივად მიმზიდველი და პოტენციალით სავსე იყო ჩვენთვის.  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ასევე აქტიურად ვლინდება საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ტვირთების ტრანსპორტირების პროცესის გამარტივებას, დაჩქარებას და ოპტიმიზირებას. Translive-ში ჩვენს გუნდს აქვს აღმოსავლეთ ევროპის წამყვან ლოჯისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფართო ისტორია. ეს ხანგრძლივი ურთიერთობა და გამოცდილება მოიცავს მრავალ წელს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იგი მოიცავს ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას მათი კუთვნილი ტვირთების გადატანის მიმართულებით. ამით იმის თქმა გვინდა, რომ Translive-ის გუნდს აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ მშვიდად ანდოთ თქვენი კომპანიის გადაზიდვები ევროპიდან.

ტენდენცია გვიჩვენებს, რომ იზრდება არა მხოლოდ ევროპიდან იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა, არამედ ექსპორტიც და ეს წლიდან-წლამდე პროგრესულად მზარდი სტატისტიკაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და ამ პროცესისათვის საჭირო ყველა ეტაპის გაუმჯობესება და დახვეწა საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გზაა.  

ევროპაში ტვირთების გადაზიდვა დაკავშირებულია არაერთ გამოწვევასთან, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვსაზღვრავთ სატრანზიტო დროს. პირველ რიგში დროის მონაკვეთი არის ინდივიდუალური და მოიცავს ბევრ ფაქტორს: 

 

  • გეოგრაფიული მდებარეობა - მოგეხსენებათ ევროპა მოიცავს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას შესაბამისად ისევე როგორც ფასზე, სატრანზიტო დროზეც ანალოგიურად მოქმედებს მანძილი და გეოგრაფიული თავისებურებები, რომლებიც გზად იწვევს არაერთგვაროვან დაბრკოლებებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის
  • ევროპული ქვეყნების სპეციფიკა და დამატებითი საჭიროებები (მათ შორის დოკუმენტაციები) ასევე მნიშვნელოვნად აისახება დროზე.
  • ტვირთის ტიპი - ყველა ტვირთი მოითხოვს, როგორც შესაბამის სატრანსპორტო საშუალების შერჩევას, ასევე საჭიროებს სპეციფიურ პროცედურებს და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებდაცვას. ხშირად ეს აისახება დოკუმენტაციების გაფორმება-მომზადებაზე და ტვირთის შემოწმების პროცესზე.
  • სატრანსპორტო საშუალების ტიპი - ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად მოქმედებს გადაზიდის პერიოდზე, ვინაიდან სხვადასხვა სატრანზიტო პერიოდი გააჩნია საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, თუ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს.

 



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა