|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის ნათელი სიმპტომატიკა"-გია თევდორაძე

პარლამენტმა თუ მხარი დაუჭირა მოსალოდნელ ცვლილებებს, მომავალი არჩევნებისთვის საქართველოში მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქი იქნება. საკანონმდებლო ცვლილებამდე მმართველი გუნდი კონსულტაციებსაც გამართავს და საკითხს დეტალურად განიხილავს. 

მოსალოდნელ   ცვლილებას გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გია თევდორაძე. "ევროპული საქართველოს" წევრი ერთპიროვნულ მმართველობასა და არჩევანის შეზღუდვაზე საუბრობს.

"ჯერ არ ვიცნობ ამ კანონპროექტს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, ზოგადად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ნიშნავს დემოკრატიულობის არჩევითობის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუციების რიცხვის შემცირებას. ქვეყანაში სახეზეა ნათელი სიმპტომატიკა ივანიშვილის რეჟიმის.  მისი სურვილით, შესაძლოა, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე -პრეზიდენტის ინსტიტუციამ არსებული ფორმით აღარ იარაბოს. მივდივართ იმ მიმართულებით, როდესაც არჩევითობის ხარისხი იკლებს. ჯერჯერობით, არაფორმალურად და თუ ასე გაგრძელდა, მალე ფორმალურადაც მივალთ იმ სიტუაციამდე, როდესაც ყველაფერს ოფიციალურად განაგებს ერთი კაცი.  ადამიანებს არჩევნების გზით არ ექნება შესაძლებლობა ხელისუფლების არჩევის.  თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება და ამით ხარჯების დაზოგვა კი არ არის გამოწვევა, არამედ გადასახადების და რეგულაციების შემცირება და პრემია დანამატებზე უარის თქმა, რომელიც აწევს ჩვენს ბიუჯეტს", - განაცხადა გია თევდორაძემ.

მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შევა. ცვლილებების შემდეგ საარჩევნო საზღვრების თავიდან დადგენა მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა