თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნების მეორე ტური ქუთაისსა და კიდევ ხუთ რაიონში 12 ნოემბერს ჩატარდება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სხდომის შეჯამებისას.
არჩევნების მეორე ტური, საპარლამენტო ქალაქ ქუთაისთან ერთად, გაიმართება მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთსა და ყაზბეგში.
ქუთაისში მეორე ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გადავიდნენ. გიორგი ჭიღვარიას არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 48, 61 %-მა დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს კი 27,05 % -მა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი არასამართლიანი საარჩევნო პროცესის გამო განაცხადა, მიუხედავად ამისა, არჩევნების მეორე ტური მაინც ჩატარდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















