"თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა" [R]
„მმართველი გუნდი მთლიანად ორიენტირებულია, რომ ქვეყანა სწორი პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანოს და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გააუმჯობესოს. ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატ ბატონ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ვგეგმავთ არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ. ერთხელ და სამუდამოდ გვინდა ქუთაისში წყლის და კანალიზაციის პრობლემა მოიხსნას. ასევე გვინდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები ყველასთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს. მთავარია, მოსახლეობამ სწორი და ღირსეული არჩევანი გააკეთოს 21 ოქტომბერს და მხარი დაუჭიროს“ქართულ ოცნებას“, რაც თავისთავად ძლიერ თვითმმართველობას ნიშნავს“, -ეს განცხადება „ქართული ოცნების" ნიკეას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ბოჭორიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიკეას ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს ყოველდღურად ხვდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















