ჯიბლაძის ქუჩაზე თვითნებური ნაგავსაყრელი დაასუფთავეს
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე არსებული თვითნებური ნაგავსაყრელი დღეს დაასუფთავეს. მიტოვებული ეზო, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ქუთაისის მერიისა ააიპი "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა გაასუფთავეს.
ადგილზე იმყოფებოდა ქალაქ- მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ნადირაძე, რომლის თაოსნობითაც მოხდა ტერიტორიის გაწმენდა.
"ვთხოვეთ სპეციალურ სერვისებს და ამ ერთხელ გაგვიწიეს დახმარება, მოხდა ეზოს სრულად გაწმენდა",- განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, პრობლემის შესახებ მისთვის მოსახლეობას არ მიუმართავს.
ჯიბლაძის ქუჩაზე არსებული პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის მოთხოვნა ტერიტორიის დასუფთავების შესახებ ქუთაისის მერიას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ წერილობით წარუდგინა.
მიტოვებული ეზო კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რის გამოც მისი გაწმენდა დასუფთავების სამსახურის მოვალეობაში არ შედის. ებრაელთა მიტოვებული სახლები ქუთაისში პრობლემას რამდენიმე უბანში წარმოადგენს.
ავტორი: ადმინი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















