ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან
ქუთაისის საქალაქო სამართლოში "საქნახშირის" საქმის განხილვა გადაიდო. დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვის მოსმენა, მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა. ხუთი დაკავებულის ადვოკატის შუამდგომლიბით, რომელიც ბრალდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, პროცესი გადაიდო.
მოსამართლემ იმსჯელა დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ და დაცვის მხარის შუამდგომლობა მათი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ დაკავებულთა მიერ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.
6 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე გაირკვევა, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება იმ ხუთ ექვსი დაკავებულთან, რომელიც ბრალს აღიარებს. რაც შეეხება მეექვსე დაკავებულს, გოჩა ქასრაშვილს იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.
ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა მიმდინარე წლის ხუთ აპრილს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთპატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















