ტყიბული-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი რეანიმობილებით ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















