|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანილი 16 მოსწავლიდან სამი თბილისში გადაიყვანეს

ტყიბულის საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი 16 მოსწავლიდან სამი თბილისში გადაიყვანეს. ტყიბულის „ევექსის“ კლინიკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კლინიკაში დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე გუშინ შეიყვანეს, მათ ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, რის შემდეგაც მოსწავლეები გაწერეს.

მოგვიანებით კლინიკას სამმა მოსწავლემ ისევ მიმართა, ადგილობრივმა ექიმებმა გაუწიეს პირველადი გადაუდებელი დახმარება, ამავდროულად გამოიძახეს რეანიმობილი და არასრულწლოვნები გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს შემდგომი კვლევის მიზნით.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა