ტყიბულში თბოსადგურის მშენებლობა იგეგმება, რაც ეკოლოგებისათვის მიუღებელია
ტყიბულში ახალი ინვესტორი კომპანია “Steel International trades company” შევიდა, რომელმაც მეშახტეებს სახელფასო დავალიანება უკვე აუნაზღაურა. როგორ კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩოჩიამ ტყიბულში ყოფნისას განმარტა კომპანია 2 წელიწადში დაახლოებით 10 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს. როგორც ცნობილი ხდება, კომპანია ტყიბულში თბოსადგურის მშენებლობას გეგმავს, რაც მიუღებელია გარემოსდამცველებისათვის.
"ტყიბულში თბოსადგურის მშენებლობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ტყიბულს შეიძლება მიეცეს სხვადასხვა მიმართულება, სხვადასხვა დანიშნულება მათ შორის სოციალური პრობლემა უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა გარემოსა და ჯანმრთელობის ხარჯზე",- აცხადებს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის
მისი თქმით, თბოსადგური მოიხმარს ნახშირბადს - c-ს . მისი მოხმარებისას დიდი რაოდენობით რააოდენობით გამოიყოფა სათბური გაზები, ნახშირორჟანგი და მეთანი, რომლის შემცირებაზეც მუშაობს მსოფლიო და რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებებთან.
ახალი ინვესტორის მიერ თბოსადგურის მშენებლობის გეგმას ადასტურებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. როგორც მინისტრმა დღეს განაცხადა, ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა, გაისტუმრა მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება. მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















