ტყიბულში დაღუპულ ხუთ მეშახტეს დღეს დაკრძალავენ
მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ მეშახტეს - პავლე გამეზარდაშვილს, გიორგი ბოჭორიშვილს, ბესიკ გურგენიძეს, მირზა ქურციკიძეს და ელგუჯა ბოჭორიშვილს დღეს დაკრძალავენ, ერთს კი, გოგი რაფავას, ხუთშაბათს დაკრძალავენ.
გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ, ინვესტორმა დავით ბეჟუაშვილმა, შახტის ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















