|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში გაფიცული მუშები შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. გაფიცულები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. მეშახტეების ნაწილი პროტესტის გამო შახტშია და იქედან ამოსვლაზე უარს აცხადებს. 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტშია ჩასული.


როგორც ადგილობრივი პროფკავშის წარმომადგენელი გაგა ისაკაძე აცხადებს, მათ აგვისტოს თვის ხელფასი არ მიუღიათ, ამასთან არ აქვთ ინფორმაცია, რა იგეგმება შახტებთან დაკავშირებით.


"გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ. აგვისტოს თვის დავალიანებაა, ხელფასზე წელიწადზე მეტია შეფერხებებია, მაგრამ გვესმოდა მათი და არაფერს ვამბობდით. ამას ემატება ისიც, რომ არ ვიცით, რა ბედი გველის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საერთოდ იხურება შახტები, მოვითხოვთ, გაგვაგებინონ, რა გეგმები აქვთ მეშახტეებთან დაკავშირებით", -განაცხადა გაგა ისაკაძემ.

მეშახტეები მინდელის სახელობის შახტთან იკრიბებიან, სადაც გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა